1. პროექტის სახელწოდება: რენესანსის პერიოდი, რომის არქიტექტურა და მიქელანჯელოს შემოქმდება.
,,თუ შევაფასებთ იმას, რასაც ამ ცხოვრებაში ვქმნით, დავინახავთ, რომ თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად ხატავს სამყაროს, ქმნის ახალ ფორმებს, თავისებურ ჩაცმულობას, ნაგებობასა და სახლებს, ყანებსა და დამუშავებულ მინდვრებს, ხაზებსა და სახეებს’’.
მიქელანჯელო
2. პროექტის მთავარი იდეა: რომი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია. აქ სხვადასხვა ეპოქის უამრავი ძეგლია თავმოყრილი. ქალაქს ამშვენებს ანტიკური პერიოდის ფორუმები, შუა საუკუნეების ეკლესიები, აღორძინების ხანის ტაძრები და ნაგებობები.
3. პროექტის აქტუალობა:
· მოსწავლემ შეძლოს რომის არქიტექტურული ძეგლების და მიქელანჯელოს ქანდაკების მხატვრული ანალიზის მეშვეობით აღორძონების ხელოვნების ეპოქალური ნიშნების ამოცნობა.
ძველი რომი (რეკონსტრუქცია)
ტრიუმფალური თაღი
თაღი, როგორც არქიტექტურული კონსტუქციის გამოყენება პირველად რომაულ არქიტექტურაში დაიწყეს.
რომის კოლოსეუმი I ს.
კოლისეუმში 50 000 ათასი ადამიანი ეტეოდა. მას 240 თაღი ამშვენებდა. ამ შენობაში გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.
სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი
ტაძრის გუმბათი იტალიაში სხვა გუმბათიანი ტაძრების მშენებლობის შთაგონების წყაროდ იქცა. ტაძარი XV საუკუნეშია აგებული. მისი არქიტექტორია ფილიპო ბრუნელესკი.
წმინდა პეტრეს ტაძრის შიდა სივრცე
წმინდა პეტრეს ტაძრის შიდა სივრცე ისეთივე დიდებული და მდიდრულია, როგორც ფასადები. ინტერიერში ბევრი ქანდაკებაა. მიქელანჯელოს ცნობილი შედევრი „პიეტა“. ეს ქანდაკება მაყურებელთა აღფრთოვანებას იწვევს. დიდმა მოქანდაკემ ქვისგან თითქოს ცოცხალი ფიგურები შექმნა. „პიეტა“ დატირებას ნიშნავს. იგი ერთადერთი ნაწარმოებია რომელსაც მიქელანჯელოს ხელმოწერა აქვს.
მიქელანჯელო „პიეტა“ მარმარილო.
ემილიო სანტარელი _ მიქელანჯელოს ძეგლი
მიქელანჯელო 25 წლის იყო, როდესაც „პიეტა“ შექმნა, ხოლო უკვე ხანდაზმულ ასაკში, მან კიდევ ერთი თავისი შედევრი _ „გარდამოხსნა“ _ გამოაქანდაკა.
ვატიკანი
სიქსტეს კაპელა მიქელანჯელომ მოხატა, ეს ფრესკები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ფიგურების ფორმები, იმდენად მოცულობითი და რეალისტურია, რომ ისინი თითქოს კედლის სიბრტყეს არღვევენ და ტაძრის სიბრტყეაში გადმოდიან.
4. პროექტის მიზნები:
· მოსწავლემ შეძლოს ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვება და მათი ანალიზი.
· მოსწავლემ შეძლოს პლასტილინისაგან, ან თიხისაგან ნამუშევრის გამოძერწვა.
5. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ინტერნეტი, კომპიუტერი, პროგრამები: ტექსტური რედაქტორი და ელექტრონული პრეზენტაცია. სახელმძღვანელო: „დიდი მხატვრები _ მიქელანჯელო“. „მხატვრობა მოსწავლეთათვის“ _ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. სასკოლო სახელმძღვანელო.
9. პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1 _ საპროექტო ჯგუფის შექმნა;
აქტივობა 2 _ ჯგუფებისთვის დავალებების გადაცემა;
აქტივობა 3 _ მასალების მოძიება ინტერნეტში;
თეორიული მასალა:
„წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ულამაზესი მოედანი იშლება. მოედანს ორი მხრიდან კოლონადა აკრავს. ეს კოლონადა თითქოს წმინდა პეტრეს ტაძრის გაგრძელებაა. მთელი ამ კომპოზიციის გვირგვინი ტაძრის გუმბათია. იგი სიძლიერისა და ჰარმონიის სიმბოლოა. წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობა XVI საუკუნეში არქიტექტორმა ბრავანტემ დაიწყო. მან ვერ მოასწრო ტაძრის დამთავრება. მშენებლობაში სხვა არქიტექტორებთან ერთად მიქელანჯელოც მონაწილეობდა. სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ტაძრის გადაკეთებაში.
პოექტის განხორციელება:
ილუსტრაციებზე მოცემულია აღორძინების ხანის ორი ტაძარი. აღმოაჩინე, რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ტაძრების გუმბათებს შორის.
შეადარეთ მიქელანჯელოს ,,პიეტა’’ და ,,გარდამოხსნა’’ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? (როგორია ფიგურების კომპოზიციური განაწილება მოძრაობები, ჟესტები?)
* მიქელანჯელოს ფერწერული ფიგურები ქანდაკებებს ჰგავს. როგორ ფიქრობთ, რით რითი იქმნება ეს ეფექტი?
*დაასახელეთ ის ძირითადი ის ძირითადი ნიშნები, რომლლებიც მიქელანჯელოს შემოქმედებას ახასიათებს.
1. ხელოვნების ნიმუშებში ეპოქალური ნიშნების ამოცნობა;
2. წარმოსახვის, ფანტაზიის უნარის განვითარება;
3. ხელოვნების ნიმუშების ერთმანეთთან შედარება და მათ შორის მსგავსება განსხვავების აღმოჩენა.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება
ისტ-ი
პროექტის ხელმძღვანელი: თამაზი დარჩია.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tamazdarchia@gmail.com
No comments:
Post a Comment